1 იოანე
1 2 3 4 5

1

იმაზე, რაც იყო დასაბამიდან, რაც მოგვისმენია და ჩვენი თვალით გვინახავს, რასაც ჩავკვირვებივართ და ჩვენს ხელებს მოუსინჯავს, სიცოცხლის სიტყვაზე,

2

რადგან სიცოცხლე გამოჩნდა და ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ, და გაუწყებთ თქვენ ამ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამასთან და გამოგვეცხადა ჩვენ;

3

იმაზე, რაც გვინახავს და მოგვისმენია, გაუწყებთ, რათა თქვენც გქონდეთ თანაზიარება ჩვენთან, ხოლო ჩვენი მოზიარეობა არის მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან.

4

ამას გწერთ, რომ სრულყოფილი იყოს თქვენი სიხარული.

5

აჰა, ამბავი, რომელიც მოვისმინეთ მისგან და გაუწყებთ თქვენ: ღმერთი არის ნათელი და არავითარი სიბნელე არ არის მასში.

6

თუ ვამბობთ, რომ თანაზიარება გვაქვს მასთან, ბნელში კი დავდივართ, მაშინ ვტყუით და არ ვიქცევით ჭეშმარიტებით.

7

ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც ის არის ნათელში, მაშინ მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის, იესო ქრისტეს, სისხლი გვწმედს ყოველგვარი ცოდვისაგან.

8

თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, საკუთარ თავს ვატყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში.

9

თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმედს ყოველგვარი უკეთურებისაგან.

10

თუ ვამბობთ, რომ არ შეგვიცოდავს, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში.

© 2018 Дом Молитвы. Христианская Интернет Миссия.