3 იოანე
1

1

უხუცესი — საყვარელ გაიოზს, რომელიც მიყვარს ჭეშმარიტებით.

2

საყვარელო, ვლოცულობ, რომ კეთილი გზით გევლოს და ჯანმრთელად იყო, როგორც შენი სული დადის კეთილად.

3

ვინაიდან ძალიან გავიხარე, როცა მოვიდნენ ძმები და დაამოწმეს შენი ჭეშმარიტება, თუ როგორ დადიხარ ჭეშმარიტებით.

4

არ არის ჩემთვის იმაზე მეტი სიხარული, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებით დადიან.

5

საყვარელო, ერთგულად აკეთებ ყოველივეს, რასაც იქმ ძმებისათვის და უცხოთათვის,

6

რომელთაც დაამოწმეს შენი სიყვარული ეკლესიის წინაშე. კარგს იზამ, თუ ღვთის წინაშე ღირსეულად გამოისტუმრებ.

7

ვინაიდან მისი სახელის გულისათვის წავიდნენ და არაფერი აუღიათ წარმართთაგან.

8

ამიტომ გვმართებს ასეთების მიღება, რათა ჭეშმარიტების თანამშრომელნი გავხდეთ.

9

მე მივწერე ეკლესიას, მაგრამ მათში პირველობის მოყვარე დიოტრეფე არ გვღებულობს ჩვენ.

10

ამიტომ, თუ მივალ, შევახსენებ თავის საქმეებს, რასაც ის აკეთებს, ბოროტ ხმებს რომ გვიყრის. და, თითქოს ეს არ კმაროდეს, ძმებსაც არ ღებულობს და მსურველებსაც უკრძალავს და სდევნის ეკლესიიდან.

11

საყვარელო, ნუ ბაძავ ბოროტს, არამედ კეთილს მიბაძე. კეთილის მოქმედი ღვთისაგან არის, ბოროტის მოქმედს კი ღმერთი არ უხილავს.

12

დემეტრეზე დაამოწმა ყველამ და თვით ჭეშმარიტებამაც. ჩვენც ვამოწმებთ და თავადაც იცი, რომ ჩვენი მოწმობა ჭეშმარიტია.

13

ბევრი რამ მქონდა შენთვის მოსაწერი, მაგრამ არა მსურს მელნითა და კალმით მოგწერო.

14

ვიმედოვნებ, რომ მალე გნახავ და პირისპირ ვისაუბრებთ.

15

მშვიდობა შენდა! მოკითხვას გითვლიან მეგობრები. მოიკითხე მეგობრები სახელებით. ამინ.

© 2018 Дом Молитвы. Христианская Интернет Миссия.