ეფესელთა მიმართ
1 2 3 4 5 6

1

პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, ეფესოში მყოფ წმიდათ და მორწმუნეთ იესო ქრისტეში:

2

მადლი და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.

3

კურთხეულია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, რომელმაც გვაკურთხა ქრისტეში ყოველგვარი სულიერი კურთხევით ცათა შინა,

4

როგორც ამოგვარჩია ჩვენ მასში სოფლის შექმნამდე, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით.

5

წინასწარ განსაზღვრა ჩვენი შვილება იესო ქრისტეს მეშვეობით თავისი ნებისამებრ,

6

თავისი მადლის დიდების საქებრად, რომლითაც მოგვმადლა თავის საყვარელში,

7

რომლის მიერ გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით, ცოდვების მოტევება მისივე მადლის სიმდიდრით,

8

რომელიც უხვად მოგვცა ყოველგვარი სიბრძნით და გონებით,

9

რაკი გვაუწყა თავისი ნების საიდუმლო თავისივე სურვილით, რომელიც წინასწარ განიზრახა მასში

10

სამნეოდ უამთა აღვსებისა რათა ქრისტეში მოიყაროს თავი ყოველივემ, რაც ცაშია და რაც მიწაზეა.

11

მასში არჩეულნი ვიქენით კიდეც მემკვიდრეებად, რისთვისაც წინასწარ განსაზღვრული ვიყავით მისი განზრახვით, ვინც ყოველივეს იქმს თავისი ნებით,

12

რათა ვიყოთ მისი დიდების საქებად ჩვენ, რომელთაც წინასწარ გვქონდა ქრისტეს იმედი.

13

მასში ხართ თქვენც, ვინც მოისმინეთ ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი ხსნის სახარება, იწამეთ იგი და დაიბეჭდეთ სულიწმიდის მიერ აღთქმული,

14

რომელიც ჩვენი მემკვიდრეობის საწინდარია, საკუთრების გამოსასყიდად მისი დიდების საქებრად.

15

ამიტომ მეც, როცა მოვისმინე თქვენი რწმენა უფალ იესოში და თქვენი სიყვარული ყველა წმიდის მიმართ,

16

არ ვწყვეტ ღვთისადმი მადლობას თქვენთვის, გიხსენებთ ჩემს ლოცვებში,

17

რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად,

18

და გაანათლოს თქვენი გულის თვალები, რათა იცოდეთ, რა არის მისი მოწოდების იმედი და როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათათვის,

19

და რა განუზომელია მისი ძალის სიდიადე ჩვენში, რომელთაც საქმით გვწამს მისი ძალის ძლიერება,

20

რომლითაც მან იმოქმედა ქრისტეში, მკვდრეთით აღადგინა რა იგი და თავის მარჯვნივ დასვა ზეცაში

21

ყველა მთავრობაზე, ხელმწიფებაზე, ძალზე, უფლებაზე და ყოველივე სახელზე მაღლა, რაც კი იწოდება არა მარტო ამ საუკუნეში, არამედ მომავალშიც.

22

და ყოველივე დაუმორჩილა მის ფერხთა ქვეშ და დაადგინა იგი ყველაფერზე2— თავად ეკლესიისა,

23

რომელიც მისი სხეულია, სისავსე აღმავსებლისა ყოველივესი ყოველივეში.

© 2018 Дом Молитвы. Христианская Интернет Миссия.